ეკატერინე ტიკარაძე - დღეის მდგომარეობით, ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს
ეკატერინე ტიკარაძე - დღეის მდგომარეობით, ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს

ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და იმის მიხედვით მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 22 მაისისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კომენდანტის საათთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება ეპიდემიის გავრცელებაზეა დამოკიდებული.

„კომენდანტის საათთან დაკავშირებით ჯერ მიმდინარეობს დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე. გამომდინარე იქედან, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 22 მაისისთვის, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს ყოველივე კვლავ არის დამოკიდებული ეპიდემიის გავრცელებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ეკლესიის კლასტერიდან შემთხვევები არ ფიქსირდება.

„რაც შეეხება მოლოდინს ე.წ. ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების საკითხზე ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინი, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ჯერ კიდევ გამოჩნდნენ დაავადებული პირები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.