ეკატერინე ტიკარაძე - ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის
ეკატერინე ტიკარაძე - ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის

ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, – მიმართა საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის უწყება იყო სტრუქტურა, რომელმაც პირველმა გაიღო სისხლი დონაციის აქციისთვის.

„ჩვენ მოვუწოდეთ ყველა ჩვენს სიპს, რომ მიეღო ეს, როგორც საჭიროება. დღესდღეობით ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ჩვენი სიპები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში. ასევე, მოვუწოდებ ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება, თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე, რომ ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში. ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვინც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან „კოვიდს“, მაგრამ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.