ეკატერინე ტიკარაძე – ათეული კომპანიაა, რომელთაც საქართველოში ტესტების შემოტანა სურთ, რეგულირების სააგენტო მათ დოკუმენტაციას დეტალურად განიხილავს

17:01, 29.04.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო ხელს უწყობს კომპანიებს, რომელთაც საქართველოში ტესტების შემოტანა სურს. ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, რეგულირების სააგენტო მათ დოკუმენტაციას დეტალურად განიხილავს.

„ტარიფები დადგენილია და ეს ტარიფები და ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამაშია. იქედან გამომდინარე, რომ კომპანიებს განაცხადები მუდმივ რეჟიმში შემოაქვთ, მათი რიცხვიც, შესაბამისად, არის ცვალებადი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ათეულია. რეგულირების სააგენტო მათ დოკუმენტაციას დეტალურად განიხილავს, რადგან, თქვენ იცით, რომ ტესტის ვალიდურობა არის, ამჯერადაც, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ კომპანიებს, მაგრამ ასევე, საკმაოდ მკაცრად ვაკონტროლებთ იმ ტესტების შემოტანას საქართველოში, რომლებიც დღესდღეობით ბაზარზეა მოწოდებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი