ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს

შემდეგ კვირას ჩვენ ვაქცინების გარკვეული მოცულობა გვექნება და ვაქცინაციის მასობრივ პროცესს დავიწყებთ, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კვირის ბოლოს ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ და ამავე რაოდენობის „სინოვაკის“ ვაქცინებს მიიღებს.

„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის ხელშეკრუელებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა – ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოსთვის საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ შეგვიძლია ამ ვაქცინებით დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.