ეკატერინე გორგოძე სანტიაგოს ტურნირზე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე სანტიაგოს ტურნირზე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე და ირინა ბარა სანტიაგოს ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ითამაშებენ. ქართულ/რუმინულმა დუეტმა მეოთხედფინალში კოლუმბიელი მარია ჰერაზო ჰონსალესი და ინდოელი რია ბატიას წყვილი ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხეს.

გორგოძე და მისი მეწყვილე შეჯიბრზე პირველ ნომრებად არიან განთესილები. შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა დუეტმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი – ტრანსილვანიისა და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. WTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი ჩილეში მიმდინარე ტურნირზე ერთეულებშიც წარმატებულად ასპარეზობს. დღეს,წყვილთა თანრიგის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, გორგოძემ კოლუმბიელი მარია ჰერაზო ჰონსალესი სამ სეტში, ანგარიშით 7:5 5:7 6:2 დაამარცხა და გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა. ეკატერინეს მეტოქე ნახევარფინალში გასასვლელად პარაგვაელი ვერონიკა სეპედე იქნება. ქართველი მსოფლიო რეიტინგში 154-ე ადგილზეა, მისი მომავალი მეტოქე კი სიაში 249-ე პოზიციას იკავებს.