ეკატერინე გორგოძე სანტიაგოს ტურნირზე ერთეულებშიც და წყვილებშიც ითამაშებს #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე სანტიაგოს ტურნირზე ერთეულებშიც და წყვილებშიც ითამაშებს #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, ბუენოს-აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგის გათამაშებაში გამარჯვების შემდეგ ჩილეში გადაინაცვლა, სადაც ერთეულებშიც და ირინა ბარასთან ერთად, წყვილთა თანრიგშიც ითამაშებს.

სანტიაგოს ტურნირზე გორგოძე ერთეულებში გამოსვლას მასპინძელ, კანოისთან შეხვედრით დაიწყებს. საწყის ეტაპზე წარმატების შემთხვევაში ქართველი მერვედფინალში კოლუმბიელ ჰერაზოს დაუპირისპირდება.

ეკატერინე და ირინა ბარა სანტიაგოს წყვილთა ტურნირის გათამაშების პირველ წრეს გამოტოვებენ, ისინი შეჯიბრზე პირველ ნომრებად არიან განთესილები და ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ ,რომ ქართულ/რუმინულმა დუეტმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი-ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. WTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი ქართველი 154-ე პოზიციაზეა.