ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დაძლია ფრანგული როლან გაროსის კვალიფიკაცია და ძირითად ბადეში ითამაშებს.
გორგოძემ ჯერ მექსიკელი რენატა ზარაზუა დაამარცხა, შემდეგ ბულგარელი ელიცა კოსტოვა, შემდეგ კი ესპანელ ნურია პარისას-დიასს აჯობა.
ნურისთან ეკატერინეს ორი სეტიც ეყო: პირველი 6:3 მოიგო, მეორე – 6:4.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 28 მაისს წილისყრის შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ქართული ჩოგბურთის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა შემთხვევა როლან გაროსის ძირითად ბადეში ორ ქართველს ერთდროულად ეთამაშოს. ამჯერად კი ეკატერინე გორგოძესთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.