ეკატერინე გორგოძე მონტევიდეოს ტურნირზე ერთეულებშიც და წყვილებშიც წარმატებულად ასპარეზობს #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე მონტევიდეოს ტურნირზე ერთეულებშიც და წყვილებშიც წარმატებულად ასპარეზობს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე WTA-ის ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს. გორგოძემ (154) ერთეულების გათამაშებაში ესპანელი მარინა ბასოლსი (295) ორ სეტში ანგარიშით 6:3 7:6 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში დღეს ჩინელ იოუს (256) შეხვდება. ქართველი მონტევიდეოში მეექვსე ნომრად არის განთესილი.

ე​კატერინე ურუგვაიში მიმდინარე შეჯიბრზე ასევე წარმატებულად ასპარეზობს წყვილთა თანრიგშიც. მან და რუმინელმა ირინა ბარამ მეოთხედფინალში კანადურ/ჩინური დუეტი ჟაო/იოუ სამ სეტში 4:6 6:4 10:5 დაამარცხეს და ხვალ ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა წყვილმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი-ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. მონტევიდეოში გორგოძე/ბარა პირველ ნომრებად არიან განთესილებიWTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი ქართველი 154-ე პოზიციაზეა.