ეკატერინე გორგოძე მონტევიდეოს ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე მონტევიდეოს ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე WTA-ის ტურნირზე წყვილთა თანრიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა. მან და რუმინელმა ირინა ბარამ ფინალში ესპანურ/ბრაზილიური დუეტი ბასოლსი და ალვესი ორ სეტში 6:4 6:3 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა წყვილმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი – ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. მონტევიდეოში გორგოძე/ბარა პირველ ნომრებად იყვნენ განთესილებიWTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ურუგვაიში ერთეულების ნახევარფინალშიც ითამაშა, მაგრამ ფინალში გასასვლელად ფრანგ დაიან პარისთან (149) ორ სეტში ანგარიშით 2:6 2:6 დამარცხდა.