ეკატერინა ზაჰარიევა - მარგოტ ვალსტრომს ვეთანხმები, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ვითარდება ვაკუუმში, ის წარმატებული პროექტი იყო
ვფიქრობ, წარმატებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომს ვეთანხმები, რომ ის არ ვითარდება ვაკუუმში, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზაჰარიევამ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი იყო წარმატებული, რადგან ადამიანები დღეს ითხოვენ დემოკრატიას, თავისუფლებასა და უფლებების დაცვას.
„ვფიქრობ, წარმატებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმარგოტ ვალსტრომს ვეთანხმები, რომ ის არ ვითარდება ვაკუუმში. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მოხდა ამ 10 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთს გაყინული აქვს კონფლიქტი, მაგრამ ამ 10 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას სამ ქვეყანასთან. მათი მოქალაქეები ახლა ვიზის გარეშე მოგზაურობენ ევროპაში და ვაჭრობა ექვს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა. ათასობით ადამიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განათლებას იღებს ევროპაში, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში და არამხოლოდ. ვფიქრობ, ეს იყო წარმატებული პროგრამა, რადგან ადამიანები დღეს ითხოვენ დემოკრატიას, თავისუფლებას, უფლებების დაცვასა და თვითგამოხატვას. ამიტომ ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იყო“, – განაცხადა ეკატერინა ზაჰარიევამ.