ეკა სეფაშვილი - წვრილ-წვრილ პარტიებს 4-წლიანი პერიოდი ჰქონდათ, გაძლიერებულიყვნენ და მომხრეები მოეკრიბათ, საარჩევნო ბარიერის დაწევის წინააღმდეგი ვარ
ეკა სეფაშვილი - წვრილ-წვრილ პარტიებს 4-წლიანი პერიოდი ჰქონდათ, გაძლიერებულიყვნენ და მომხრეები მოეკრიბათ, საარჩევნო ბარიერის დაწევის წინააღმდეგი ვარ

დემოკრატიისა და პლურალიზმის გაზრდის მიზნით ნულოვანი ბარიერით შემოსული პარტიები გადამწყვეტ მომენტში აბსოლუტურად იზიარებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, მათ მიერ ნაკარნახევ პოზიციებს აჟღერებენ და უჭერენ მხარს. მსგავსი იქნება მომავალ პარლამენტშიც, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის წინააღმდეგია.

„2020 წელს ჩატარებული არჩევნების დროს წვრილ-წვრილ პარტიებს, ერთკაციან და ორკაციან პარტიებს ჰქონდათ 4-წლიანი პერიოდი, რათა გაძლიერებულიყვნენ და მოეკრიბათ თავიანთი მომხრეები. თუ მათ ვერ გამოიყენეს ეს პერიოდი და მათმა მომხრეებმა დაინახეს, რომ არავითარი მესამე ძალა, არამედ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელება, ეს უკვე თავიანთი თავის ბრალია, „ქართულ ოცნებას“ ტყუილად აბრალებენ ამას. თუ პარტია იმსახურებს, რომ ამომრჩევლის 5-პროცენტის ნდობა მოიპოვოს, კი ბატონო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, ვინც გადალახავს, „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ ნარატივზე იქნება და მათ პოზიციებს დაუჭერს მხარს. ბარიერი არავითარ შემთხვევაში არ დაიწევა, ყოველ შემთხვევაში, მე ამის წინააღმდეგი ვარ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.