ეკა სეფაშვილი - საქართველოს ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზარდა და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის დამსახურება, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობის და სტაბილურობის ხარჯზე
ეკა სეფაშვილი - საქართველოს ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზარდა და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის დამსახურება, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობის და სტაბილურობის ხარჯზე

„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, მედიასთან 2023 წლის  ბიუჯეტის ცვლილების პროექტზე ისაუბრა.

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, გაზრდილი ბიუჯეტის თანხა მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

„საქართველოს ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზარდა და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის დამსახურება, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობის და სტაბილურობის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ხარჯი წავა ჯანდაცვის მომსახურებაზე, განათლების სფეროზე და ა.შ. ანუ, ეს მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი მთავრობის და აღმასრულებლი ხელისუფლების მიღწევა, როგორც  ეკონომიკური გუნდის შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედების, ასევე ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების კარგი მუშაობის შედეგი, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ამ გარემოში ბიზნესს შეუძლია, თავისუფლად განვითარდეს“, – განაცხადა სეფაშვილმა.