ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა - „ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.
ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, ეკა ხერხეულიძემ მედიასთან კომენტარი არ ისურვა. მისი თქმით, განცხადების გაკეთება ფიზიკურად არ შეეძლო.
„არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან საუბრისას.