ეკა ხერხეულიძე - წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრებია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი
ეკა ხერხეულიძე - წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრებია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო.

თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ. თორემ წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრებია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი.

აბა, თქვენ იცით…“ – წერს ეკა ხერხეულიძე.