მორიგი სერიოზული წინსვლა ჰქონდა ქალთა რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელს ეკატერინე გორგოძეს. გერმანიის ქალაქ ჰეხინგენის ტურნირის მოგების შემდეგ, გორგოძემ 27 საფეხური მოიგო და კლასიფიკაციაში 168-ე ნომერია.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო – ანტალიასა და ჰეხინგენში და ახლა, ცხრამატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
რეიტინგში ეს პოზიცია საშუალებას მისცემს გორგოძეს, მონაწილეობა მიიღოს აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ღიას საკვალიფიკაციო ტურნირში