ქართველი ჩოგბურთელი ეკა გორგოძე ვალენსიის ტურნირზე ასპარეზობდა. მან ორი წრე გაიარა და მეოთხედფინალში რუმინელ ირინა მარია ბარასთან ანგარიშით – 4:6; 0:6 წააგო. დამარცხებამდე მან ორი წრე გაიარა.
ქართველმა მერვედფინალში იტალიელ მარტინა ტრევიზანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა და გორგოძემ სამ სეტში, ანგარიშით – 6:2, 4:6, 6:3 იმარჯვა. მეთექვსმეტედფინალში კი გორგოძემ რუსს ჩოგბურთელს სძლია.
ამჟამად იგი მსოფლიო რეიტინგში 217-ე ადგილზეა.