ეკა დგებუაძე - ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში
ეკა დგებუაძე - ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ სკოლების დირექტორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა.

ეკა დგებუაძის ინფორმაციით, „საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა“.

„კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხორციელდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად, ან აგრძელებს საქმიანობას მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე. ასევე, ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

დატოვე კომენტარი