ეკა დგებუაძე - განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 800 სკოლაში ჩატარდა
ეკა დგებუაძე - განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 800 სკოლაში ჩატარდა

განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლების ძირითადი ნაწილი მზად არის. რაც შეეხება იმ სკოლებს, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ვერ ახერხებენ, შესაძლოა სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყონ.

„განათლების სამინისტრო ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის, ამისთვის ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა. არამარტო განათლების სამინისტრო, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტროც იყო ჩართული, რომ განეხორციელებინა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი. დაახლოებით, 1800 სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, განსაკუთრებული ყურადღება და ექცევა საპირფარეშოების რემონტს. ყველა სკოლა არის აღჭურვილი საჭირო სითხით, საშრობი ქაღალდი და ასე შემდეგ. იმ სკოლებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ დაასრულონ სარეაბილიტაციო სამუშაოები, არსებობს ორი გზა – მივცეთ შესაძლებლობა სხვა შენობაში დაიწყონ სწავლა ან კიდევ სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდოს“, – განაცხადა დგებუაძემ.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.