ეკა ბესელია - ვისურვებდი, გრიგოლ ვაშაძეს რომელიმე იურისტმა აუხსნას, რა განსხვავებაა ამნისტიასა და შეწყალებას შორის
ეკა ბესელია - ვისურვებდი, გრიგოლ ვაშაძეს რომელიმე იურისტმა აუხსნას, რა განსხვავებაა ამნისტიასა და შეწყალებას შორის

ბატონი ვაშაძე უნდა ერკვეოდეს, რა მანდატი აქვს პრეზიდენტს კონსტიტუციით, -ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის გამოსვლებში ჩანს, რომ ის ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ამნისტიასა და შეწყალების აქტს.

„ბატონი ვაშაძე უნდა ერკვეოდეს, რა მანდატი აქვს პრეზიდენტს კონსტიტუციით. ვისურვებდი, რომელიმე იურისტმა მაინც აუხსნას, რა განსხვავებაა ამნისტიასა და შეწყალებას შორის. მის გამოსვლებში ჩანს, რომ  ის ვერ ანსხვავებს ამ ორ აქტს ერთმანეთისგან. ერთი ინდივიდუალურია, მეორე – კოლექტიური. ერთს პრეზიდენტი იღებს, მეორეს – პარლამენტი. როდესაც აქვს პრეზიდენტობის ამბიცია, მინიმუმ უნდა წაიკითხოს კონსტიტუცია. რაც შეეხება მის განცხადებას კოლექტიური შეწყალების თაობაზე, ასეთ დროს არსებობს ასევე სოციალური ნორმები. აქ საჭიროა სამართლიანობის პრინციპზე საუბარი. ერთია, რომ ის ვერ ერკვევა ამაში და მეორე – თუ რას ამბობს პოლიტიკური ნიშნით. მისი ოცნების ასრულების შემთხვევაში, ამ მანდატის გამოყენება არის არარეალური“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.