ეკა ბესელია -  სტრასბურგის სასამართლოში მოქალაქეების მიმართვიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც ერთ წელს არ ყოფილა 
ეკა ბესელია -  სტრასბურგის სასამართლოში მოქალაქეების მიმართვიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც ერთ წელს არ ყოფილა 

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ 42 გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და 142-ზე მეტი იქნებოდა, ბევრი საქმე მორიგებით რომ არ დასრულებულიყო, რომელზეც სახელმწიფომ ნაბიჯი თვითონ გადადგა, – ასე გამოეხმაურა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციონერ დეპუტატს სერგო რატიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ წელს, საქართველო ეგზოტიკური ქვეყნების რიგში შევიდა, რადგან სტრასბურგში ორი სასამართლო წააგო.

ბესელიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მოქალაქეების მიმართვიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც ერთ წელს არ ყოფილა.

„შეგვიძლია, მართლმსაჯულების რეფორმის შემდეგ ეტაპზე ერთად ვისაუბრო, თუმცა რატიანის მორიგი სიცრუე თქვა. სხვათა შორის, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორისაა, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებებს ასრულებს“, – აღნიშნა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ კახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოზუნგი იყო – ყველანი ციხეში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მანიფესტი განახორციელა.

„ისეთი განცხადებები კეთდება, რომელიც ისეთი ინსტიტუტების მიმართ ძალიან მიზანმიმართულ და გააზრებულ შეტევას პირდაპირ ააშკარავებს, რომლის სიმყარეზეც არის დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიაც და ჩვენი მოქალაქეების ბედიც. როცა ქვეყანა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიგშია, ეს ჩვენც და ოპოზიციასაც ერთნაირად უნდა გვახარებდეს. ხმამაღლა და უტიფრად განცხადება იმის, რომ სახელმწიფოსა და შესაბამის უწყებებს ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში თურმე მავნებლური პოზიცია აქვთ, უპასუხისმგებლობაა განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად უსაფრთხოებას იცავენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ბესელიამ გამოსვლისას მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ წარდგენილ ანგარიშზეც ისაუბრა.

„ვნახეთ, რომ საქართველოს ბოლო 15 წლის მანძილზე ისეთი ინდექსები აქვს, რომლის მიხედვითაც, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ახლაა. ასევე რეპრესიული პოლიტიკიდან თავის დაღწევა ხუთი წლის თავზე ხდება, როცა რეპრესიების გამოყენების ყველაზე დაბალი ნიშნული გვაქვს. კახიძეს შევახსენებ, რომ როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ლოზუნგი ჰქონდათ – ყველანი ციხეში. ხელისუფლებაში თავისუფლების მანიფესტით მოვედით, რომელიც მათთვის მიუღებელია. ერთადერთი სამდურავი, რაც შეიძლება ვინმემ გვითხრას ისაა, რომ მანიფესტის, სიკეთისა და ჰუმანურობის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ იმ ადამიანებმაც ისარგებლეს, ვის გამოც დატყვევებული ადამიანები ციხიდან გავათავისუფლეთ. ჰუმანურობის შედეგია, რომ ციხეში იმ სასჯელებით სხედან, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ერთი ფუნთუშის მოპარვისთვის იხდიდნენ სასჯელს“, – დასძინა ბესელიამ.