ეკა ბესელია - ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი კანდიდატის წარსულზე მორცხვად საუბრობდნენ, სალომე ზურაბიშვილს არარსებულ ფაქტებს აბრალებენ
ეკა ბესელია - ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი კანდიდატის წარსულზე მორცხვად საუბრობდნენ, სალომე ზურაბიშვილს არარსებულ ფაქტებს აბრალებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკუთარი კანდიდატის საბჭოურ, ძველ საქმიანობასა და წარსულზე მორცხვად საუბრობდნენ, სალომე ზურაბიშვილს არარსებულ ფაქტებს აბრალებენ.

ეკა ბესელია ევროპარლამენტარის, ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს გაუმეორებდა.

„თუ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები არ ესმით, მგონია, რომ მათ უტიფარ შეფასებებსა და ბრალდებებს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება მაინც შეაკრთობს“, – განაცხადა ბესელიამ.

ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი რუსი ელჩი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.