ეკა ბესელია - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არც ერთი ცვლილება არ შედის, რომელიც საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება
ეკა ბესელია - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არც ერთი ცვლილება არ შედის, რომელიც საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არც ერთი ცვლილება არ შედის, რომელიც რომელიმე საერთაშორისო პრინციპს ეწინააღმდეგება.

„ვისურვებდი, ამ საკითხის განხილვის დროს ყველა ყურადღებით გაეცნოს ევროპის მაუწყებლობის კავშირის ექსპერტულ მოსაზრებებს და იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, სადაც მაუწყებლებს რეკლამის უფლება აქვთ. ამ კანონში არც ერთი ისეთი ცვლილება არ შედის, რომელიც რომელიმე საერთაშორისო პრინციპს ეწინააღმდეგება. ვინმემ თუნდაც ერთი პრინციპი დაასახელოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით შეუსაბამო ან უკან დახევაა“, – განაცხადა ბესელიამ.