ეკა ბესელია - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ
ეკა ბესელია - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი. ეკა ბესელია საქართველოს თაობაზე ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დადებითი შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ევროპარლამენტარები და საკითხის მომხსენებელი საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ.

დეპუტატის თქმით, საუბარია მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ სფეროში დემოკრატიის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ 2013 წლიდან აჩვენა.

„რეკომენდაციები და ზოგადი ხასიათის მითითებებზე ვამბობთ, რომ რეფორმა განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს ჩვენი პრიორიტეტია და ამ პროცესს პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.