ეკა ბესელია ევროკავშირის წარმომადგენლებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის
ეკა ბესელია ევროკავშირის წარმომადგენლებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

სამუშაო შეხვედრაზე ეკა ბესელია ევროკავშირის წარმომადგენლებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ისაუბრებს ინსპექტორის მანდატთან დაკავშირებით.

მხარეებს შორის მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით სამუშაო დიალოგი გაიმართება.

„გვაქვს კარგი თანამშრომლობა ევროკავშირის რამდენიმე პროექტთან. გვაქვს მუშაობის კარგი გამოცდილება. ახლა ვახორციელებთ ერთობლივ პროექტს, როგორც ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის გაძლიერების, ასევე საკანონმდებლო ცვლილებების დროს ექსპერტიზის თვალსაზრისით. ისინი გვეხმარებიან, რომ კარგი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი, როდესაც ხდება კვლევა და ანალიზი ამა თუ იმ პრობლემის. ამ თანამშრომლობას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირი წყაროდან მიიღონ ინფორმაცია, მათ შორის როგორია კომიტეტის ხედვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.