ეკა ბესელია - ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დროულად უნდა შეიცვალოს.
„ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია, ეს არის დროის საკითხი. გარწმუნებთ, რომ თუ დროულად არ შეცვლიან პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ გაამართლა იმედი, მოლოდინი, ის როლი და პოზიცია, რომელიც უმნიშვნელოვანესია საპარლამენტო რესპუბლიკაში; თუკი არ მოიძებნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც პარლამენტს მისცემენ შესაძლებლობას, გამართულად გააგრძელოს ფუნქციონირება, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბატონი კობახიძე შეიცვალოს და ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.
უმრავლესობამ დროულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს ის ავტორიტეტი და ნდობა, რომელიც მას ამ პოზიციაზე მუშაობის დროს სჭირდება. ან ეს უნდა გააკეთონ მათ ან ამას ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ შედეგი დადგეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.