ეკა ბესელია აცხადებს, რომ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა არ მიუღია
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა არ მიუღია

​პარლამენტის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა არ მიუღია.

„ველოდები, რომ მოვა. ძალიან მაინტერესებს. თუ გადმოგვიგზავნიან ჩვენ პირადად, უფრო ადრე გავეცნობი, ვიდრე ის ოფიციალურად დარეგისტრირდება. კოლეგებთან ერთად მეც უკვე ვმუშაობ კრიტერიუმებზე და პროცედურაზე. იმედი მაქვს, რომ სამუშაო ფორმატში ამ თემაზე კონსენსუსი შედგება. თუ არა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ჩვენი ვერსია გვქონდეს, თუნდაც ალტერნატიული. მე უკვე ამ იდეის შესახებ ვესაუბრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც რეფორმის გაგრძელებას მხარს უჭერენ. იმედი მაქვს, კონსტრუქციული გზით ვივლით, რომლის მიზანი იქნება არა რომელიმე ვიწრო ჯგუფის ინტერესების დაცვა, არამედ ქართული სახელმწიფოს მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა“, – აცხადებს ეკა ბესელია.

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით დღეს მიმართეს.