„ეიზელის“ ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა (ვიდეო)
„ეიზელის“ ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა (ვიდეო)

ზუსტად 35 წლის წინ, 1985 წლის 29 მაისს, ბრიუსელის „ეიზელის“ სტადიონზე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა. „იუვენტუსსა“ და „ლივერპულს“ შორის ჩემპიონთა თასის ფინალში მომხდარი არეულობებისას, 39 ადამიანი დაიღუპა.

მატჩზე მისულმა ინგლისელმა ფანებმა ჯერ კიდევ თამაშამდე მოახერხეს სტადიონზე ჩხუბის პროვოცირება. ინგლისიდან და იტალიიდან ბრიუსელში ჩასული იყო 25-25 ათასი მაყურებელი. მათ ცალცალკე სექტორები გამოუყვეს და ისინი ნეიტრალური ზონით გაყვეს, რომელიც ადგილობრივი გულშემატკივრებით შეავსეს, მაგრამ არ გაითვალიწინეს, რომ ბელგიაში დიდი იტალიური დიასპორა ცხოვრობს, რომელიც თანამემამულეების მხარდასაჭერად მივიდა. სექტორში ისინი უმრავლესობაში აღმოჩდნენ და ინგლისელთა აგრესიის ობიექტები გახდნენ. თავიდან საქმეში ჩართეს ქვები. შედეგ ინგლისელებმა გადალახეს მავთულის ღობე, რომელიც მათ მეზობლებისგან აშორებდა და პანიკაში ჩავარდნილ მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს. ბრბოს მიწოლით სექტორებს შორის არსებული ბეტონის კედელი ჩამოინგრა. მის ნანგრევებში, ასევე ჩხუბის დროს შედეგად, ჯამში 39 ადამიანი („იუვენტუსის” 32 გულშემატკივარი, 4 ბელგიელი, 2 ფრანგი და ერთი ჩრდილოირლანდიელი) დაიღუპა, 600 ადამიანი დაიჭრა. მატჩი საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. საერთოდ მისი გაუქმება უნდოდათ, მაგრამ ახალი ინციდენტის თავიდან ასარიდებლად, თამაში მაინც გაიმართა. „იუვენტუსმა“ 1:0 მოიგო. გოლი პენალტით მიშელ პლატინიმ გაიტანა.

უეფამ მიიღო უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები მიიღო ქვეყნის მიმართ, რომლის გულშემატკივრები საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდნენ. ინგლისელებს ვერ დაეხმარათ ის გარემოება, რომ ბოლო ცხრა წელიწადში მათმა კლუბებმა შვიდჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი, მათ შორის ოთხი „ლივერპულმა“. უეფამ ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა ყველა ინგლისურ კლუბს, „ლივერპულს“ კი კიდევ ერთი წელი დაუმატა.

ჯერ კიდევ დისციპლინარული სასჯელის მიღებამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა მოითხოვა ევროპული ტურნირებიდან ინგლისური კლუბების გაწვევა.