„ეინდჰოვენმა“ და „დორტმუნდმა“ გოლები გაცვალეს - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ლუკ დე იონგმა ჩემპიონთა ლიგაზე მეცხრე გოლი გაიტანა და ტურნირზე „ეინდჰოვენის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან რუუდ ვან ნისტელროის (8) გაუსწრო.
* დონიელ მალენი პირველი ნიდერლანდელია 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, ვინც ნიდერლანდურ გუნდს გაუტანა. ბოლოს ეს შეძლო არიენ რობენმა „ბაიერნის“ მაისურით „ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ. ლიგის პლეი ოფში ასეთი რამ პირველად მოხდა.
* „დორტმუნდსა“ და „ეინდჰოვენს“ ჩემპიონთა ლიგაზე 6-მატჩიანი წაგებების სერია აქვთ.
ეინდჰოვენი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 მალენი (24), 1:1 ლ. დე იონგი (56-პენ)
პსვ: ბენიტესი – ტეზე, სხუტენი, ბოსკალი (90. ობისპო), დესტი – ტილმანი, ვეერმანი, საიბარი (83. მაურო ჟუნიორი) – ბაკაიოკო, ლოსანო (75. პეპი), ლ. დე იონგი.
დორტმუნდი: მაიერი – რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი – ზაბიტცერი, ემრე ჯანი – მალენი (82. ოზჩანი), როისი (62. ბრანდტი), სანჩო (68. ვოლფი) – ფიულკრუგი (82. მუკოკო).