ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გურამ გიორბელიძე იასპარეზებს
ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გურამ გიორბელიძე იასპარეზებს

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი 67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძემ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ძალოსანი ამჯერადაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა შეჯიბრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მუხლის ტრავმა მიიღო და მისი ფიცარნაგზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ტრავმის მიუხედავად ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის გადაწყვეტილებით ძალოსანი დღეს ევროპის ჩემპიონატზე მაინც იასპარეზებს და საპრიზო სამეულისთვის იბრძოლებს.