„ეიბისი ნიუსი“ – ლაიფციგის აეროპორტში უკრაინის სატვირთო თვითმფრინავთან ნაპოვნი დრონი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოსთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდა
ლაიფციგის აეროპორტში უკრაინის სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს ნაპოვნი ასაფეთქებელი დრონი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოსთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდა, – ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ აშშ-ის დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ერთ-ერთი აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, დრონზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის სტრუქტურა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოსთვის ტიპურ ხერხს წარმოადგენდა. როგორც „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება, ეს შეფასება გერმანიის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო უწყებებთან ერთადაა გაკეთებული.
გერმანელი ოფიციალური პირების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი 4 აგვისტოს აღმოჩეინეს, რის შემდეგაც ლაიფციგის აეროპორტი დროებით დაიკეტა. გასანეიტრალებლად სპეციალურმა ჯგუფებმა რობოტი გამოიყენეს. მოწყობილობა არ აფეთქებულა.
აშშ-ის დაზვერვაში წყაროს ინფორმაციით, დრონი არ აფეთქებულა, რადგან მისი გამააქტიურებელი მექანიზმი გათიშული იყო.
გამომძიებლების ვარაუდით, დრონის მიზანი აეროდრომზე მყოფი თვითმფრინავების დაზიანება იყო, რათა უკრაინისკენ მიმავალი ტვირთების გაგზავნა შეყოვნებულიყო და გერმანიისთვის გაფრთხილება გაეგზავნათ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით,