„ეი ბი სი ნიუსი“ - აშშ-ის თავდაცვის მდივანს სურს, გაათავისუფლოს ის გენერლები, რომელთა შეხედულებებიც ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება
„ეი ბი სი ნიუსი“ - აშშ-ის თავდაცვის მდივანს სურს, გაათავისუფლოს ის გენერლები, რომელთა შეხედულებებიც ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს სურს, გაათავისუფლოს ის გენერლები, რომელთა შეხედულებებიც ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ „ეი ბი სი ნიუსი“ იუწყება.

კერძოდ, „ეი ბი სი ნიუსის“ ცნობით, პენტაგონის მეთაურმა, პიტ ჰეგსეტმა, შესაძლოა, ამ კვირის ბოლომდე გადააყენოს ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს რამდენიმე გენერალი და უფროსი ოფიცერი, რომლებმაც წარსულში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს.

როგორც მედიასაშუალება წერს, „თანამდებობიდან გათავისუფლება ასევე ემუქრება იმ სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებიც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან ერთად მუშაობდნენ პენტაგონში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების წინ წაწევაზე“.

19 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჰეგსეტმა პენტაგონისა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას დაავალა, შეიმუშაონ გეგმა, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ხუთ წელიწადში აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად რვა პროცენტით შემცირდება.