ეგზიტპოლის თანახმად, იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ჯორჯია მელონის პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლის თანახმად, იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ჯორჯია მელონის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ჯორჯია მელონის პარტიამ, „იტალიის ძმებმა“ (FdI) ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 27-დან 31 პროცენტამდე მოიპოვა.

მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (PD) ხმების 21,5-დან 25,5 პროცენტამდე მიიღო.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ (M5S) ხმათა 10-14 პროცენტი აიღო, ხოლო Forza Italia მეოთხე ადგილზე გავიდა ხმების 8,5-10,5 პროცენტით. რაც შეეხება მწვანეებს\მემარცხენეებს, მათი შედეგი, ეგზიტპოლის თანახმად, 5-7 პროცენტია.