ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი ალიანსი ლიდერობს
გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსი ლიდერობს 28 პროცენტით.
შედეგი აჩვენებს, რომ 2014 წელთან შედარებით, მმართველ ალიანსს რვა პროცენტით ნაკლები აქვს.
გამოკითხვების მიხედვით, მეორე ადგილს „მწვანეები“ იკავებენ 22 პროცენტით.
ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 10,5 პროცენტი აქვს.