ეგზიტპოლის თანახმად, ესპანეთში ევროპარლამენტის არჩევნებში კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს
ეგზიტპოლის თანახმად, ესპანეთში ევროპარლამენტის არჩევნებში კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს

პირველი ეგზიტპოლის მიხედვით, ესპანეთის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ (PP) ევროპარლამენტის არჩევნებში გაუსწრო „სოციალისტურ მუშათა პარტიას“ (PSOE) და ხმების 33,2 პროცენტი დააგროვა.

მედიის ცნობით, თუ აღნიშნული მონაცემი შენარჩუნდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ზრდა 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, როდესაც „სახალხო პარტიას“ ხმების 20,35 პროცენტი ჰქონდა. ესპანეთის ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი მესამე ადგილზე გავიდა ხმების 10,4 პროცენტით, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე პარტიამ 2019 წელს მოიპოვა.