ეგზიტპოლის შედეგებით, პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“ ხმათა 33.7 პროცენტით ლიდერობს
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს.
IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, პარტია „კანონმა და სამართალმა“ ხმების 33.7 პროცენტი მოიპოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო კოალიცია“ კი 31,9 პროცენტს აგროვებს. მესამე ადგილს პარტია „მესამე გზა“ იკავებს ხმების 13,5 პროცენტით, ხოლო „მემარცხენეებმა“ ხმების 6,8 პროცენტი დააგროვეს.
როგორც მედია წერს, ეს შედეგები ხელს შეუშლის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს თავისი ძალაუფლების განმტკიცებაში.
დონალდ ტუსკი პოლონეთის ხელისუფლებაში ოთხი თვის წინ მოვიდა, დაპირებებით, რომ შეაჩერებდა დემოკრატიულ უკუსვლას, გააძლიერებდა ქალებისა და უმცირესობების უფლებებს, ასევე გააუმჯობესებდა კავშირებს დასავლელ მოკავშირეებთან.