ეგზიტპოლების თანახმად, სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი იმარჯვებს
ეგზიტპოლების თანახმად, სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი იმარჯვებს

სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი – ალექსანდრე ვუჩიჩი იმარჯვებს. არჩევნების ოფიციალური შედეგები 4 აპრილს გამოცხადდება, თუმცა ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ვუჩიჩს ხმების თითქმის 60 პროცენტი აქვს.

ზდრავკო პონოსი – არმიის გადამდგარი გენერალი, რომელიც წარმოადგენს პროევროპულ და ცენტრისტულ კოალიციას „ალიანსი გამარჯვებისთვის“, მეორე ადგილზეა ხმების 17 პროცენტით.

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდა. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ პირველ ადგილს 43 პროცენტით ალექსანდრე ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია“ იკავებს. ოპოზიციურ ალიანსს „გაერთიანებული გამარჯვებისთვის“ ხმების 12.9 პროცენტი აქვს. „სერბეთის პროგრესული პარტიის“ მოკავშირე „სერბეთის სოციალისტური პარტია“ მესამე ადგილზეა, ხმების 11.6 პროცენტით.