ეგზიტპოლების თანახმად, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერი მაია სანდუ იმარჯვებს
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, ხმათა 55 პროცენტით ოპოზიციის ლიდერი მაია სანდუ იმარჯვებს.
მედიის ინფორმაციით, მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს, იგორ დოდონს, წინასწარი გამოკითხვებით, 45 პროცენტი აქვს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკვე დასრულდა, თუმცა საზღვარგარეთის უბნებზე არჩევნები გრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ადგილობრივი დროით 18.00 საათისთვის უბნებზე 1.4 მილიონამდე ადამიანი მივიდა, რაც პირველი ტურის აქტივობას აჭარბებს.
მოლდოვის პრეზიდენტობისთვის პროევროპული ოპოზიციური პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ და მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი იბრძვიან. მაია სანდუმ პირველ ტურში 36 პროცენტი მიიღო, იგორ დოდონმა კი 32 პროცენტი.