ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი სასამართლოს დარბაზში, სხდომის დროს გარდაიცვალა
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი სასამართლოს დარბაზში, სხდომის დროს გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი სასამართლო სხდომის დროს გარდაიცვალა.

„მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი ჯაშუშობის საქმეზე სასამართლო განხილვისას სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

მოჰამედ მურსი ხელისუფლებაში ე.წ. არაბული გაზაფხულის შედეგად, 2011 წელს მოვიდა. თუმცა, მისმა მმართველობამ მხოლოდ წელიწადნახევარი გასტანა.

„მუსლიმთა საძმო“ მასობრივი საპროტესტო აქციებისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს.