ეგვიპტის სასამართლომ „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
ეგვიპტის სასამართლომ „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ეგვიპტის სასამართლომ „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდათ სუნიტურ-ისლამური ორგანიზაციის ლიდერებსაც.

მიზეზი 2013 წელს გამართული დემონსტრაციების დროს დამნაშავეების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები და ძალადობაა.

75 სიკვდილმისჯილიდან 44 ციხეში იმყოფება, 31 დამნაშავეს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

დანარჩენ 56 დამნაშავეს კი სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ შორის არის მუსლიმთა საძმოს ლიდერი მუჰამედ ბადიც.

2013 წელს, ეგვიპტის პრეზიდენტი, მუჰამერ მურსი თანამდებობიდან გადააყენეს. რასაც წინ მუსლიმთა საძმოს წევრების ხელმძღვანელობით გამართული მასობრივი დემონსტრაციები უძღვოდა.

სუნიტურ-ისლამური ორგანიზაციის წევრები მოქალაქეებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. მასობრივ საპროტესტო აქციებზე მომხდარი არეულობების დროს, რამდენიმე დღეში ასობით ადამიანი დაიღუპა.