ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.

იორდანიის მეფის, აბდულას, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდელ-ფატაჰ ალ-სისის განცხადებაში საუბარია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზით.

„ადამიანური გაუსაძლისი მსხვერპლის გათვალისწინებით, ჩვენ, ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები, მოვუწოდებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2 728-ე რეზოლუციის დაუყოვნებლივ და უპირობო შესრულებისკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები ხაზს უსვამენ კრიტიკულ ვითარებას ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში, სადაც 1,5 მილიონზე მეტმა პალესტინელმა მშვიდობიანმა მოქალაქემ იპოვა თავშესაფარი, ლიდერებმა გააფრთხილეს „შემდგომი სამხედრო მოქმედებების საშინელი შედეგების შესახებ“ და აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.

სამი ქვეყნის ლიდერმა დაგმო ძალადობა, ტერორიზმი და და კიდევ ერთხელ გაიმეორა ყველა მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემის აუცილებლობა.

„ჩვენ ვგმობთ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების მკვლელობას, ბოლოდროინდელ თავდასხმას „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს კოლონაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.