ეგვიპტის ქალაქებში პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს
ეგვიპტის ქალაქებში პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს

პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით ეგვიპტის ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

„ალ-ჯაზირას“ ცნობით, დემონსტრანტები კორუფციას და ცხოვრების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ასობით დემონსტრანტი კაიროს, ალ-ჯიზას და ლუქსორის ქუჩებში ეგვიპტელი ემიგრანტი ბიზნესმენის, მოჰამედ ალის მოწოდების შემდეგ გავიდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ქუჩებში ფეხით მოსიარულეების დაპატიმრება დაიწყეს, რომლის ფარგლებში სამართალდამცველები საპროტესტო აქციებზე გადაღებულ ფოტოებს და ვიდეომასალას ეძებენ. აბდელ ფატა ალ-სისი ეგვიპტეს 2013 წლიდან მართავს.