ეგვიპტის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს მასპინძლობს
ეგვიპტის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს მასპინძლობს

საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფათაჰ ალ-სისის შეხვდა.

კაიროში პრინცი ტახტზე ასვლის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ეგვიპტესა და საუდის არაბეთს შორის კავშირები ხელისუფლებაში ალ-სისის მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გამყარდა.

ლიდერებმა ხელი მოაწერეს იმპლიმენტაციის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების დასაფინანსებლად 16 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. საუბარია, ასევე, გარემოს დაცვის შესახებ შეთანხმებაზეც. ამის შესახებ ლიდერებმა ერთობლივ სატელევიზიო ეთერში ისაუბრეს, თუმცა შეთანხმების დეტალები არ დაუსახელებიათ.

კაირო ერ-რიადს იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.