ეგვიპტეში ყველა მეჩეთი ორი კვირით იხურება
ეგვიპტეში ყველა მეჩეთი ორი კვირით იხურება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეგვიპტე ქვეყნის მაშტაბით ყველა მეჩეთს ორი კვირით დახურავს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ასევე, აიკრძალება ჯგუფურად ლოცვა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, რადგან ხალხმრავალი შეკრებები ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.