ეგვიპტეში რომაული პერიოდის ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტეში რომაული პერიოდის ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ქალაქ ლუქსორის შუაგულში, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა რომაული ეპოქის, 1800 წლის წინანდელი საცხოვრებელი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს.

ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, მოსტაფა ვაზირის განცხადებით, ახ. წ. II-III საუკუნეების ეს ქალაქი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანია ლუქსორის აღმოსავლეთ ნაპირზე აღმოჩენილთა შორის.

ძველი ეგვიპტე

არქეოლოგებმა მიაგნეს რამდენიმე საცხოვრებელ ნაგებობას, ორ ე. წ. სამტრედე კოშკს (ნაგებობა, რომლებშიც მტრედები ჰყავდათ) და რამდენიმე სამჭედლოს.

სამჭედლოებში მკვლევრებმა იპოვეს ქოთნები, ხელსაწყოები, ბრინჯაოსა და სპილენძის რომაული მონეტები.

ლუქსორის დასავლეთ ნაპირზე ასევე მდებარეობს სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები, მათ შორის ე. წ. დედოფლების ველი და მეფეების ველი.

2021 წლის აპრილში, ლუქსორის დასავლეთ ნაპირზე აღმოაჩინეს 3000 წლის წინანდელი „დაკარგული ოქროს ქალაქი“, რომელსაც არქეოლოგებმა ეგვიპტეში აღმოჩენილთა შორის უდიდესი უძველესი ქალაქი უწოდეს.