ეგვიპტეში რეფერენდუმში მონაწილეთა 88,83 %-მა მოქმედი პრეზიდენტის მმართველობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
ეგვიპტეში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 88,83-მა პროცენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ამასთან, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზრდება. საქმე ეხება კონსტიტუციაში 140-ე მუხლის ცვლილებას, რომელშიც საპრეზიდენტო მანდატი ოთხის ნაცვლად ექვსი წლით შეიცვლება და 2018 წელს არჩეულ პრეზიდენტს მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება. ამის შემდეგ, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლება.
შესაბამისად, ალ-სისმა პოსტი შესაძლოა, 2030 წლამდე დაიკავოს. ამასთან, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზრდება.
აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ 2013 წელს ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუგამედმურსი ჩამოაგდო, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. მას შემდეგ უფლებადამცველი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე საუბრობენ. მათ შორის არის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება.
აბდელ ფატაჰ ალ-სისი პრეზიდენტად პირველად 2014 წელს აირჩიეს გასულ წელს პირველი პირის პოსტი კი მეორედ დაიკავა. მან ხმათა 97 პროცენტის მოგროვება შეძლო, რადგან ძირითადი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებების გამო არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია.