ეგვიპტეში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად ორი ათასამდე ადამიანი დააკავეს
ეგვიპტეში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად ორი ათასამდე ადამიანი დააკავეს

ეგვიპტეში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად ორი ათასამდე ადამიანი დააკავეს.

ალჯაზირას“ ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ქვეყნის პრეზიდენტის, აბდელ ფატა ალ-სისის წინააღმდეგ 27 სექტემბერს მილიონი ადამიანი გეგმავს საპროტესტო გამოსვლებს. დემონსტრაციები ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში იგეგმება.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომაა, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ.

ქვეყნის უსაფრთხოების ძლებმა რამდენიმე ცნობილი ინტელექტუალი და ცნობილი ფიგურა დააკავეს, მათ შორის კაიროს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი, ჰასან ნაფაა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ალ-სისის აბსოლიტური მმართველობის გაგრძელება კატასტროფას გამოიწვევს. ეგვიპტის ინტერესები მის გამზავრებას დღესვე ითხოვს“ – დაწერა მეცნიერმა დაკავებამდე ერთი დღით ადრე. სოციალურ ქსელ „თვითერ“-ში შექმნილია ე.წ. ჰეშთეგები: „გამოდი გარეთ, შენ მარტო არ ხარ“, „შენ დამთავრებული ხარ სისი“, „სისი უნდა წავიდეს“, „შემდეგი პარასკევი“, რომელსაც ათასობით გამოხმაურება აქვს.

დატოვე კომენტარი