ეგვიპტეში ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ცნობილი ფოტორეპორტიორი გაათავისუფლეს
ეგვიპტეში გაათავისუფლეს ცნობილი ფოტოგრაფი მაჰმუდ აბუ ზეიდი, რომელიც არეულობაში მოანწილეობისთვის და ძალადობის პროვოკაციისთვის გაასამართლეს. აბუ ზეიდმა ხუთწლიანი სასჯელი მოიახადა.
აბუ ზეიდი, რომელიც ცნობილია სახელით შაუქანი, კაიროში 2013 წლის ზაფხულში პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დარბევას აშუქებდა. ის არეულობაში მონაწილეობისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის დააკავეს და ხუთი წლით თვისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ფოტოგრაფის დაკავებამ საზოგადოების აქტიური გამოხმაურება გამოიწვია. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ეგვიპტის ხელისუფლებას უდანაშაულო ადამინების დევნასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.
2018 წელს მაჰმუდ აბუ ზეიდს პრესის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის იუნესკო-ს მსოფლიო პრემია მიენიჭა. თავის მხრივ, ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა, რომ საპატიო ჯილდო მიენიჭა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულს.
გათავისუფლების შემდეგ აბუ ზეიდმა განაცხადა, რომ ფოტოგრაფის საქმიანობას გააგრძელებს.