ეგვიპტეში, ერთ-ერთ პარკში ატრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა
ეგვიპტეში, ერთ-ერთ პარკში ატრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა
ეგვიპტეში, ერთ-ერთ პარკში ატრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად, 14 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვები პარკში სკოლიდან მასწავლებლებმა წაიყვანეს.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ცხრა ბავშვი გაწერეს, დანარჩენები კი საავადმყოფოებში რჩებიან.
მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ატრაქციონის ჩამოვარდნა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
დატოვე კომენტარი