ეგვიპტეში, ეკლესიაში ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში, ეკლესიაში ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის გამო 41 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.

როგორც იუწყებიან ხანძარი კოპტურ ეკლესიაში მაშინ გაჩნდა, როდესაც შიგნით 5000 ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძარს ეკლესიაში არეულობა და ჭყლეტა მოჰყვა.

ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, „ფრანს პრესი“ წერს, რომ ის მოკლე ჩართვამ გამოიწვია.