ეგვიპტეში ჩასული ტურისტები სექტემბრიდან ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ
ეგვიპტეში ჩასული ტურისტები სექტემბრიდან ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ

ეგვიპტეში ჩასულ ყველა ტურისტს პირველი სექტებრიდან კორონავირუსზე ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს.

ამის შესახებ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა მადბულმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ზოგიერთ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას უკავშირდება“.

„დაინტერესებულები ვართ, ეგვიპტეში ჩამოსული მოგზაურებისა და ეგვიპტის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამიტომ, შევთანხდმით, რომ ტესტის გაკეთება ყველა მოგზაურს მოუწევს“, – განაცხადა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა.

ეგვიპტემ საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან ნაწილობრივ განაახლა. ამჟამად, უცხოელ ტურისტებს ეგვიპტის სამ პროვინციაში შეუძლიათ ჩასვლა. ესენია: სამხრეთ სინაი, წითელი ზვა და მატრუჰი. ფრენების განახლების შემდეგ ჰურაგადასა და შამ-ელ-შეიხს 100 000 ტურისტი ეწვია.